ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ტრამპმა მერცსა და აშშ-გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა.
CNN-ის ცნობით, მერცმა აღნიშნა, რომ გერმანიასა და აშშ-ს საერთო ხედვა აქვთ, „თეირანში საშინელი რეჟიმის“ მმართველობა დასრულების შესახებ და აღნიშნა, რომ ისინი ირანის მომავლის პოტენციურ ვარიანტებს განიხილავენ.
„ყველას გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
„ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისრაელისა და ამერიკის არმიები სწორ ნაბიჯებს დგამენ ამ საკითხის დასასრულებლად, რათა იქ ახალი მთავრობა იყოს და ირანი დაუბრუნდეს მშვიდობასა და თავისუფლებას“, - აღნიშნა კანცლერმა.
მისი თქმით, ისინი ასევე გეგმავენ რუსეთ-უკრაინის ომისა და სავაჭრო საკითხების განხილვას.