აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს.
ტრამპის თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივან სკოტ ბესენტს ესპანეთთან „ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტა“ უბრძანა.
„ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ, ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს. ესპანეთს აბსოლუტურად არაფერი აქვს, რაც ჩვენ გვჭირდება, გარდა შესანიშნავი ხალხისა. მათ შესანიშნავი ხალხი ჰყავთ, მაგრამ მათ არ ჰყავთ შესანიშნავი ლიდერები. მათ სურდათ 2 პროცენტის შენარჩუნება და ამ 2 პროცენტსაც არ იხდიან. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ესპანეთთან ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტას. ჩვენ არ გვინდა ესპანეთთან რაიმე საერთო გვქონდეს, “, - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ტრამპის განცხადებით, დიდი ბრიტანეთითაც უკმაყოფილოა.
"სხვათა შორის, მე არც დიდი ბრიტანეთით ვარ კმაყოფილი. სამი თუ ოთხი დღე დაგვჭირდა იმის გასაგებად, თუ სად შევძლებდით დაფრენას. ეს უინსტონ ჩერჩილი არ არის, ვისთანაც საქმე გვაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.