ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარეტების, მათ შორის, ტამიფლუს (146 ათასი დოზა) და რელენზაც (36 ათასი დოზა) მარაგია, თუმცა მათი მიღება ექიმების დანიშნულების გარეშE არ შეიძლება. ამასთან კვიტაშვილის თქმით ბოლო ორი დღეა საგრძნობლად იკლო სასწრაფო დახმარების ექიმების გამოძახების რიცხვმა, რაც კარგი მაჩვენებელია.
"ტამიფლუს დანიშვნა პაციენტისთვის სასწრაფო დახმარების ექიმსაც შეუძლია და მოთხოვნის შემთხვევაში 033-ის მედ პერსონალი მოქალაქეებს პირბადეებსაც უფასოდ მისცემს", - განმარტა კვიტაშვილმა.