ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა - შვედეთი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სპეციალური განცხადებით გმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შვედური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შვედეთი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.
აღნიშნულ კონტექსტში, ვაშაძის უწყებაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.