პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი იმედს გამოთქვამს, რომ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდები პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდებიან.
როგორც მაჭავარიანმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბავშვებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და პატიმრობაშიც უკანონოდ იმყოფებიან.
"დღეს, 10 დღე შესრულდა, მას შემდეგ, რაც ქართულ მხარეს ჰამარბერგმა პირობა მისცა, რომ ამ ვადებში ბავშვები სახლში დაბრუნდებოდნენ. იმედი მაქვს ბავშვები გათავისუფლდებიან და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმება. Eეს ბავშვები ნაწილი არიან სამწუხაროდ იმ მძევლებისა, რომლებიც იმყოფებიან, როგორც ოსეთში, ასევე, აფხაზეთში", - განაცხადა მაჭავარიანმა.