აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა.
როგორც აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ზია მამედოვმა და ვერა ქობალიამ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ორმხრივ და სამომავლოდ დაგეგმილ პროეტქებზე, ასევე სხვა საკითხებზე ისაუბრეს.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ბაქო-თბილისი-ყარის პროექტსაც შეეხო.
ზია მამედოვმა ვერა ქობალის აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების ტემპი გააცნო.