დღეს, 12 აპრილს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამაში ჩართვასთნ დაკავშირებით, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) "საქართველოს ბანკისა" და „თიბისი ბანკის" ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრებიან, აზიის განვითარების ბანკის (ADB), საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება ასევე "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე, არჩილ გაჩეჩილაძე.