ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და რუსეთის ელჩებმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაამტკიცეს სამივე დოკუმენტი, რომელიც ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომისთვის მომზადდა.
ამის შესახებ ალიანსში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.
"მინისტერიალს მხოლოდ თავის დაქნევა დარჩა, რათა დოკუმენტებმა იურიდიული ძალა შეიძინოს", - განაცხადა როგოზინმა.
მისივე თქმით, ეს დოკუმენტები მოიცავს 2010 წლის სამუშაო პროგრამას, დავალებას საერთო საფრთხეების შესახება და ასევე ნატო-რუსეთის საბჭოს საქმიანობის სრულყოფისა და მისი სტრუქტურის შესახებ.
ამასთან, როგოზინის განმარტებით, ყველა საკითხი, რომელიც აინტერებდა რუსეთს და "გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა", შეთანხმებულია.