ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მსოფლიო საჰაერო ნავიგაციის ბიუროს სათაო ოფისში, ICAO -ს პრეზიდენტის სახელზე ოფიციალური წერილი უკვე გაგზავნა.
ოფიციალური თბილისი ICAO -ს აფხაზეთთან მიმართებაში არსებული ნორმების დარღვევის გამო მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ რუსეთს კონვენციების უგულვებელყოფისთვის შესაბამის პასუხსაც მოსთოვენ.
საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კარბელაშვილი პარიზში, ICAO -ს ეგიდით მოწყობილ შეხვედრაზე სიტყვითაც გამოვიდა. საქართველოს თემა კონფერენციაზე მთავარი იყო. სხდომის წევრების ერთსულოვნების გამო ამ საკითხს არც დისკუსია მოჰყოლია.