თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით. ის დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად კოპენჰაგენის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გამართა.
"მეტე ფრედერიქსენსა და მე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მადლობა მათ თბილი დახვედრისა და საინტერესო კითხვებისთვის. ბევრი ვისაუბრეთ ევროპულ ერთიანობაზე და იმაზე, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდგომ გავრცელებას აფერხებს.
სრულად ვეთანხმები მეტეს, რომ თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს. რუსეთზე ძლიერები უნდა ვიყოთ. ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია. მადლობა!" - წერს ზელენსკი.