ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვასთან ავარიის შედეგად 1 პირი დაიღუპა. ინფორმაცია გურია ნიუსმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.