ირაკლი ღარიბაშვილს უკვე აქვს განცხადება გამზადებული და სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ის დღეს ექს-პრემიერთან საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა.
"განცხადებას უნდა ველოდოთ, აქვს განცხადება გამოსაქვეყნებლად გამზადებული და დამატებით ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. დიახ დღეს იქნება. რაზე იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით.
კონკრეტულად ვერ შევალ დეტალებში, ვერაფერს ვერ გეტყვით დამატებით, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ირაკლის ე.წ. ბრძოლა გამოიხატება მხოლოდ იმისი ოჯახის და საკუთარი თავის დაცვაში. დამატებით ვერაფერს გეტყვით. ეს ბრძოლა გამოიხატება მხოლოდ ჩვენი ოჯახის და მისი პირადი უსაფრთხოების დაცვაში".- განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.