გოგა ხაინდრავა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე - ეს არის ბოროტი ცილისწამება, ქვეყნისა და ხალხის ღალატი - გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას
გენერალურ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში რეჟისორი გოგა ხაინდრავა გამოიკითხა.
ხაინდრავას თქმით, ბარამიძის განცხადება არის "ბოროტი ცილისწამება და ქვეყნის ღალატი".
34 წელი გავიდა. გია ბარამიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ვიცე-სპიკერი. ამ წლების განმავლობაში, ისეთი რამ თუ ხდებოდა, რატომ არ დაინტერესდა? დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ აფხაზ ხალხსა და ქართველებს შორის დაიწყო ურთიერთობა, ახალი თაობა წამოვიდა, ვისაც არ ახსოვს, რა ხდებოდა, დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია. იყავი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, რატომ არ დააყენე ეს საკითხი? ჩაგეტარებინა გამოძიება, მოგეკითხა, რა ხდებოდა, მაგრამ – არა. 14 აგვისტო აფხაზეთში ომის დაწყების თარიღია და დარწმუნებული ვარ, ამ დროისთვის იქნება რაღაც გამოგდებული“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.