აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ პროცესში შეერთებული შტატებიც არის ჩართული.
„ამ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა საბოლოო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის იმედი გვაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება“, - განაცხადა რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები წინ მიიწევდა, თეირანმა აღნიშნა, რომ ომანთან მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავდა. ამის საპასუხოდ ტრამპმა ირანის პოზიციას „წარმოუდგენელი ორპირობა“ უწოდა.