გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს, მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს, - ამის შესახებ დღეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.
ფილფანის თქმით, კობახიძემ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მძიმე ზიანი მიაყენა.
„ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება. აქედან გამომდინარე, გამოძიება ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსნის მიმართ უნდა დაიწყოს, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“,- IPN] - აღნიშნა ფილფანმა.