ტიუმენის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ მოორმა განაცხადა, რომ რეგიონში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რომელ საწარმოზეა საუბარი. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინულ ტელეგრამარხებში ვრცელდება ცნობა, რომ იერიში მიიტანეს ნავთობქიმიურ კომპლექს „ზაპსიბნეფტეხიმზე“, რომელიც ჰოლდინგ „სიბურს“ ეკუთვნის.
უკრაინულმა მონიტორინგის არხების მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს სამრეწველო ტერიტორიაზე გაჩენილი ღია ცეცხლი.
ერთ-ერთ ვიდეოში თვითმხილველები ამბობენ, რომ დარტყმის სამიზნე გახდა „სიბურ ტობოლსკის“ ცენტრალური დანადგარი.