მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.
იმნაძეს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
ნია იმნაძესთან ერთად, დააკავეს ანასტასია ბერუაშვილი - მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.