თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს.
მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო.
ბერძენიშვილი აღნიშნულ თანამდებობას მომდევნო 6 წელი დაიკავებს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში თინათინ ბერძენიშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინც პირველ ტურში გადავიდა.
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორი ბოლო 6 წლის განმავლობაში იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად კონკურსი 25 ივნისს გამოცხადდა, ღია კენჭისყრა კი 29 ივლისს შედგა.