შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმელი პოლიციაში გამოცხადდა. ამის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა.
,,ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, იკითხება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით”,- ნათქვამია განცხადებაში.