საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ადგოლობრივების ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.