შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიას განუცხადეს.
ცნობისთვის, ონისე ოქრიაშვილს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს, სავარაუდოდ, სამი პირი დაესხა. იუმორისტი და სამოქალაქო აქტივისტი ამ დროისთვის ხეჩენაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.