ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაუნტ რაშმოთან, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა კომუნიზმი და მას „თავისუფალი ხალხის მტერი“ უწოდა.
მისი თქმით, „ასეთ დოქტრინებს არ უნდა მიეცეს არანაირი სივრცე“ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში „კომუნისტური საფრთხის დაბრუნება“ შეინიშნება.
ტრამპმა გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა ღირებულებით კრიზისშია და ამერიკული იდენტობა საფრთხის წინაშეა.
„ჩვენი ამერიკული იდენტობა ახალი შეტევის ქვეშაა,“ - თქვა მან.
მისი თქმით, ქვეყანაში გაჩნდა „კომუნისტური იდეების ახალი ტალღა“:
„ახლა ჩვენს ქვეყანაში კვლავ იჩენს თავს კომუნისტური საფრთხე, მათ შორის ახალჩამოსულების მხრიდანაც, რომლებიც ჩვენი ცხოვრების წესს სრულიად ეწინააღმდეგებიან და ჩვენს წარმატებას უპირისპირდებიან. კომუნიზმი თავისუფალი ხალხის მტერია ყველგან მსოფლიოში, ის არასდროს მუშაობს და ის კონსტიტუციის მტერია, და განსაკუთრებით - 4 ივლისის, 1776 წლის მტერი. ასეთი დოქტრინებს არ უნდა მიეცეს არანაირი ადგილი ჩვენს ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები სწრაფად დაამარცხებენ კომუნიზმს. ჩვენ მას სწრაფად განვდევნით და უფრო დიდ, უკეთესსა და ძლიერ ქვეყანას ავაშენებთ. ამერიკა არასოდეს გახდება კომუნისტური ქვეყანა,“ - განაცხადა ტრამპმა
ტრამპმა ასევე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე ისაუბრა და დემოკრატების ნაწილი „კომუნისტურ პარტიად“ მოიხსენია.
„კომუნიზმი დამარცხებულია იდეაა,“ - თქვა მან.