თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, ცეცხლმოკიდებული ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა. ინფორმაციასა და ფოტოს გურია ნიუსი ავრცელებს. ადგილზე ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ
მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მედიას განუცხადეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა