აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივლისში თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება.
რუბიოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ალიანსთან დაკავშირებით გარკვეული უკმაყოფილება აქვს, ის ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაში პირადად მიიღებს მონაწილეობას.
„შეერთებული შტატები კვლავ ნატო-ს წევრია და თურქეთში ვიქნებით, რათა ყველა ეს საკითხი განვიხილოთ. პრეზიდენტი პირადად დაესწრება ნატო-ს ლიდერთა მომდევნო შეხვედრას, სადაც ეს საკითხები დაზუსტდება“, - განაცხადა რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას.