უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე დაახლოებით 10%-ით შემცირდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ნავთობის სექტორი მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.
"მხოლოდ ბოლო თვეებში რუსეთის ნავთობგადამუშავების მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა, ხოლო ნავთობკომპანიები იძულებული არიან ჭაბურღილების დახურვა დაიწყონ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთის ნავთობის მოპოვების ბუნებიდან გამომდინარე, მათთვის ეს ყველაზე მტკივნეული პროცესია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, პუტინს „ომისთვის ფული წინასწარ ჰქონდა გადადებული, მაგრამ ნამდვილად არა იმდენი, რომ უსასრულოდ ეწარმოებინა ომი.“
„ჩვენი ყოველი საპასუხო დარტყმა, პარტნიორებთან ერთად გადადგმული ყოველი ნაბიჯი და ზეწოლის ყოველი ქმედება - ყველაფერი ეს რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგებს. ამჟამად მათ უკვე მნიშვნელოვანი რაოდენობის რეგიონები გაკოტრების მდგომარეობაში ჰყავთ და პუტინს რუსეთ გაკოტრებისკენ მიჰყავს. და სხვადასხვა სქემები, რომლებსაც ისინი ფულის შოვნისთვის იგონებენ, მათ ვერ დაეხმარება. ჩვენ ვხედავთ ამ რუსულ სქემებს, ვაფიქსირებთ მათ და მათ დავამსხვრევთ“, - განაცხადა ზელელსკიმ.