პატრიარქი შიო მესამე ხვალ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდება. ამის შესახებ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.
შეხვედრას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამი მშობელი დაესწრება.
"ჩვენ დაახლოებით საათნახევრის წინ მივიღეთ ზარი საპატრიარქოდან, რომ პატრიარქი შიო მზად არის მიგვიღოს და ეს შეხვედრა გაიმართება ხვალ, სამ საათზე. ადგილზე მივა სამი მშობელი და გარდა იმისა, რომ ეს ვიზიტი ჩანიშნულია და სამ საათზე უკვე გადაწყვეტილია შეხვედრა, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს ჩვენ. იმედს ვიტოვებთ, რომ იქიდან გამოსულებს უკვე ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაცია გვექნება, ერთხელ და სამუდამოდ ამას დაესმევა წერტილი და ბავშვების სიცოცხლე პირველ ადგილას დადგება ჩვენს ქვეყანაში. მოუთმენლად ველით ხვალინდელ შეხვედრას. კახა [წიქარიშვილი] წავა ჩვენგან, ზაქრო და კახას მეუღლე, ნანა," - თქვა თაკო გოგოლაძემ.