სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა, თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, მოლდოვა ამ კუთხით განსაკუთრებულად გამოირჩევა, მას საკუთარ ქვეყანაში 12 მედია საშუალება აქვს აკრძალული და დახურული.
„ამ ყველაფრის ფონზე ალბათ ლოგიკური გაგრძელებაა, რომ „იმედის“, „PosTV-ს“ და „რუსთავი 2“-ის სახით მოლდოვა ნამდვილად არ დაუშვებდა, რომ თავისუფალ სიტყვას ეარსება. ეს არის გაგრძელება იმ მახინჯი პოლიტიკის, რომელსაც სამწუხაროდ თავად ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციამ დაუდო საფუძველი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, "იმედს" ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა