ჩემი მთავარი პრიორიტეტია, ილია მეორე შეირაცხოს წმინდანად, - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, "პატრიარქმა რაც 50 წელი აკეთა, ის საქმე გაგრძელდეს".
"როდესაც ავირჩევთ საკუთარ სიტყვაში ყველაფერს გვეტყვის. მე ბევრჯერ მითქვამს, ჩემი მთავარი პრიორიტეტია პატრიარქი შეირაცხოს წმინდანად და ჩვენმა პატრიარქმა რაც 50 წელი აკეთა, ის საქმე გაგრძელდეს", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება დაიწყო.