სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.
სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით. ტაძარში შესვლა 10:00 საათიდან დაიწყება. პატრიარქის არჩევის დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება ტაძარს.
გაფართოებულ კრებაზე სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები. ასევე, მათი ეპარქიებიდან თითო წარმომადგენელი. საპატრიარქო კანდიდატებს სიტყვისთვის ექნებათ 5-წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი.