დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის თქმით, პატრიარქის ინტრონიზაციაზე საუბარიც არ შეიძლება, ვიდრე კითხვებს პასუხები არ გაეცემა და ყველაფერს ნათელი არ მოეფინება. ამის შესახებ მეუფე ზენონმა "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, აპირებს, მღვდელმთავრებს მიმართოს, სინოდის სხდომის მოწვევის თაობაზე.
"ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება, არავითარ ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კითხვები. მეუფე შიომ და კანდიდატებმა დაასახელეს თავიანთი თავები, თვითონ მიჰყავდათ ეს სხდომა, დაგვღალეს დაგვქანცეს, 3 საათი უაზრო რაღაცებზე ვსაუბრობდით. საკითხებზე სერიოზულად რომ დავიწყოთ საუბარი, ამას შინაგანი განწყობაც უნდა. უნდა მოვიწვიოთ სინოდის სხდომა, მე მივმართავ მღვდელმთავრებს. ჩვენ თუ ერთამენეთში არ გავერკვიეთ... იქნებ ცილს ვწამებთ ამ ადამიანს, - თქვა მეუფე ზენონმა.