ჩერგოლეიშვილისა და გვარამიას ალიანსმა ცენზურა დაუწესა მიხეილ სააკაშვილს, მათ რეალურ პოლიტიკურ ლიდერს, ვის ხარჯზეც არსებობენ პოლიტიკაში. ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს სააკაშვილისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ალიანსი ადრე თუ გვიან მაინც დაიშლება, თუმცა სააკაშვილის ყველა პატიოსანი მხარდამჭერი ვალდებულია, მოითხოვოს გათავისუფლება წურბელებისგან, რომლებიც იყოფენ მის რეიტინგს, ლანძღავენ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ „ქოცების“ მოსყიდული ხალხი პარაზიტირებენ სააკაშვილის მხარდამჭერებზე. ბოლოს გამოვიდა, რომ ჩერგოლეიშვილისა და გვარამიას ალიანსმა ცენზურა დაუწესა მიხეილ სააკაშვილს. მათ რეალურ პოლიტიკურ ლიდერს, ვის ხარჯზეც არსებობენ პოლიტიკაში. უბრალოდ ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს სააკაშვილისთვის. იმედია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხვდებიან, რომ არაფერი გამოუვათ იმ ხალხთან ერთად, რომელსაც თავად სააკაშვილი მოსყიდულებს უწოდებს. პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდება, თუ საერთოდ გაქრებიან მოსყიდულები, მოღალატეები და წურბელები, რომლებიც ბევრნი არიან ალიანსში, ვინაიდან მის რეიტინგზე ნადირობენ. იმედია, სააკაშვილი გადაწყვეტს, ისაუბროს ბოლომდე, ამ ხალხზე მართლა თქვას ის, რაც სათქმელია, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტი იცის და ბევრი იცის. ასე ბევრად უკეთეს გარემოს მივიღებთ პოლიტიკაში“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებივუ მაუწყებელი ავრცელებს..
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“.