იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად, იტალიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არ შეცვლილა.
მელონიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებით იმედგაცრუებული არ ყოფილა და ამას ელოდა. მელონის თქმით, ის ადამიანია, რომელიც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს
„მჯერა, რომ სიმამაცე ნიშნავს თქვა ის, რასაც ფიქრობ, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმებიან, და მეგობრობა ნიშნავს თქვა ის, რასაც ფიქრობ, მაშინაც კი, როცა არ გეთანხმებიან. ეს არ ცვლის ჩემს მტკიცე მხარდაჭერას დასავლეთის ერთიანობისადმი და არც იტალიისა და აშშ-ის ურთიერთობებს. თუმცა მე ადამიანი ვარ, რომელიც მიჩვეულია თქვას ის, რასაც ფიქრობს,“ - განაცხადა იტალიის მთავრობის მეთაურმა.
მელონიმ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტთან არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, აშშ-სა და იტალიის ლიდერებს შორის უთანხმოება დონალდ ტრამპის მიერ რომის პაპზე გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა. ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია. მისი თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. მელონიმ კი აღნიშნა, რომ ტრამპის კრიტიკა პონტიფიკოსის მიმართ მიუღებელია.