რუსებმა ღამით ზაპოროჟიეს რეგიონში ზაპოროჟიე-ლევოეს სადგურზე დრონით თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად მატარებელი დაზიანდა. მათივე ინფორმაციით, იერიშს მემანქანის დამხმარე ემსხვერპლა, მემანქანემ კი სხეულის დაზიანება მიიღო.
რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაც დაბომბეს.
იერიში მიიტანეს დნიპროზეც.