ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ანიტა ორბანს ტელეფონით ესაუაბრა.
"გამოვთქვი იმედი, რომ ესტონეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ახალ იმპულსს მიიღებს და ევროკავშირში თანამშრომლობა გაძლიერდება, ასევე იმ შესაძლებლობების შესახებ, რომ ევროკავშირმა წინ წაიწიოს მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე — მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებასა და [ევროკავშირის] გაფართოებაზე,” - წერს მარგუს ცაჰკნა.