კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საკადრო ცვლილებას ეხმიანება. კერძოდ, მამუკა მდინარაძის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დანიშვნას, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება.
"კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია. და მთლად იმავე დღეს არ არსებულ თანამდებობაზე “დანიშნონ”. ჭეშმარიტად, მხოლოდ მამუკა მდინარაძე შეიძლება ასეთი გასაოცარი ბიოგრაფიის პატრონი იყოს, მანამდე ალეკო ელისაშვილის მიერ ცხვირდაკორექტირებული", - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა ირაკლი კობახოძემ ბრიფინგზე საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება.