უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა დაასრულეს ნავთობსადენი „დრუჟბას“ შეკეთება, რომელიც რუსეთის ნავთობს ევროპის ქვეყნებში აწვდის და მას შეუძლია ოპერირების განახლება.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა.
„როგორც ევროკავშირთან კომუნიკაციით იყო განსაზღვრული, უკრაინამ დაასრულა ნავთობსადენ „დრუჟბას“ იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელიც რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნავთობსადენს შეუძლია ფუნქციონირების აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ რუსეთის დარტყმები ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე არ განმეორდება, ჩვენმა სპეციალისტებმა უზრუნველყვეს სისტემის და აღჭურვილობის მუშაობის აღსადგენად აუცილებელი საბაზისო პირობები,“ — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ელოდება ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის განბლოკვას ამ ნაბიჯების შემდეგ.
„იმედია, პარტნიორები შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ ასევე უკრაინის მოლაპარაკებების კლასტერზეც (საუბარია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე) — ჩვენ უკვე შევასრულეთ ჩვენი ნაწილი პირველ კლასტერზე,“ — დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.