საქართველოში ხელისუფლებასთან შეხვედრებისას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ შეშფოთება გამოთქვა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (GEOFARA), „გრანტების შესახებ“ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გამო, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.
მაიკლ ო'ფლაერტი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს GEOFARA-ს კანონის გაუქმებისკენ და სხვა დამთრგუნველი კანონმდებლობის გაუქმების ან არსებითი გადახედვისკენ.
ხელისუფლებასთან საუბრისას, მე გამოვთქვი ჩემი პოზიცია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შედეგების შესახებ. ასევე გამოვთქვი შეშფოთება "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის (GEOFARA) შესახებ, რომელიც მოითხოვს იურიდიული და ფიზიკური პირებისგან "უცხოელი პრინციპალის აგენტებად" რეგისტრაციას, "გრანტების შესახებ" კანონის, რომელიც კრძალავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას ოფიციალური ნებართვის გარეშე და მაუწყებლობის შესახებ" კანონის, რომელიც კრძალავს მედია საშუალებებისთვის უცხოური დაფინანსების გაცემას პროგრამების წარმოებისთვის ან გადაცემისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებული გამჭვირვალობის გაზრდა შეიძლება იყოს ლეგიტიმური მიზანი,ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, როგორც ჩანს, არ შეესაბამება კონვენციის 10(2) და11(2) მუხლების მნიშვნელობით კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.
მე მოვუწოდებ GEOFARA-ს კანონის გაუქმებისკენ და სხვა დამთრგუნველი კანონმდებლობის გაუქმების ან არსებითი გადახედვისკენ კონვენციის დაცვის უზრუნველსაყოფად," - განაცხადა კომისარმა ო’ფლაერტმა.