აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები და იარაღი ირანის საზღვრებთან დარჩება მანამდე, ვიდრე შეთანხმების ყველა პირობა არ შესრულდება.
„აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და პერსონალი, დამატებითი საბრძოლო მასალით, იარაღით და ყველაფრით, რაც საჭირო და აუცილებელია ისედაც დასუსტებული მტრის სასიკვდილო დევნისა და განადგურებისთვის, ადგილზე დარჩება მანამდე, ვიდრე მიღწეული შეთანხმება სრულად არ შესრულდება.
თუ რაიმე მიზეზით ეს არ შესრულდება - რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ დარტყმები დაიწყება, უფრო მასშტაბური, უკეთესი და ძლიერი, ვიდრე ოდესმე ვინმეს უნახავს.
ეს დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული და მიუხედავად ამის საწინააღმდეგოდ გავრცელებული ყველა ყალბი რიტორიკისა — ბირთვული იარაღი არ უნდა არსებობდეს, ხოლო ჰორმუზის სრუტე უნდა იყოს ღია და უსაფრთხო.
ამასობაში ჩვენი ძლიერი სამხედრო ძალები იარაღდებიან და ისვენებენ და სიმართლე რომ ითქვას, უკვე ელიან კიდეც თავიანთ შემდეგ გამარჯვებას.
ამერიკა დაბრუნდა!“ - წერს ტრამპი Truth Social-ში