აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ძალიან მალე პაკისტანში გაიმართება სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მონაწილეობით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მონაწილეობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
„ჩვენ გვეყოლება სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, ჯეი დი ვენსი — შესაძლოა, არ ვიცი. ეს უსაფრთხოების საკითხია“, - თქვა მან New York Post-თან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პაკისტანში და „ძალიან მალე“ გაიმართება.