აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ნატო, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა იმის გამო, რომ ისინი არ დაეხმარნენ შეერთებულ შტატებს ირანთან ომში.
ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებულია“.
„იაპონია არ დაგვეხმარა, ავსტრალია არ დაგვეხმარა, სამხრეთ კორეა არ დაგვეხმარა. იაპონიაში 50 000 ჯარისკაცი გვყავს. 45 000 ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში, რათა ისინი კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც მე ძალიან კარგად ვუგებ. ამის შემდეგ კი ნატო. ნატო არ დაგვეხმარა.
სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყველაფერი გრენლანდიით დაიწყო. ჩვენ გრენლანდია გვსურს. მათ კი ჩვენთვის მისი გადმოცემა არ სურთ. მე კი მათ ვუთხარი: „ნახვამდის“. ნატო ქაღალდის ვეფხვია. ჩვენ ისინი არ გვჭირდება, რადგან არ დაგვეხმარნენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.