აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს გამოცდა მოუწყო, როდესაც ალიანსს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
„ეს ნატო-სთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უარის თქმის შემდეგ ალიანსის დარწმუნება არც კი უცდია.
„მე ვუთხარი: „კარგი იქნებოდა, თუ შემოგვიერთდებოდით“. მათ კი მიპასუხეს: „ამის გაკეთება არ შეგვიძლია“. მე ვუთხარი: „არა უშავს“. მე არც კი მიცდია მათი დარწმუნება. ალბათ თქვეს: „ოჰ, ის საშინელი ვაჭარია“. რადგან მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ „კარგი იქნებოდა, თუ მიიღებდით მონაწილეობას“, - თქვა ტრამპმა.
მან ნატო-ს კვლავ „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ალიანსის საერთოდ არ ეშინია.
„ეს ტესტი გავაკეთე. ეს არ მჭირდებოდა, ასე არ არის? ისინი ქაღალდის ვეფხვები არიან. მათ გემები არ ჰყავთ. არაფერი აქვთ და პუტინს მათი აბსოლუტურად არ ეშინია“, - დასძინა მან.