ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების საქართველოზე გადმოდინების საფრთხე არსებობს.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
"ნებისმიერი არასტაბილურობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან არის გამოწვევა და ფაქტორი, რომელმაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოება გამოწვევების წინაშე დააყენოს. ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებიც არის ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი და არის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტები გადმოდინებული იყოს ჩვენს ტერიტორიაზე", - აღნიშნა ქუთელიამ.
მისივე შეფასებით, მსგავსი საკითხებს სჭირდება მომზადება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება, რომ ეს არ მოხდეს.