ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, გამოცემა Al Araby Al Jadeed-ს განუცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი ჯანმრთელად არის და სრულად აკონტროლებს სიტუაციას.
„რევოლუციის ლიდერი ჯანმრთელადაა და სიტუაციას სრულად აკონტროლებს,“ - თქვა არაღჩიმ.
მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს აირჩიეს, თუმცა მას შემდეგ არცერთი ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი არ გავრცელებულა, სადაც ის თავად ჩანს. ამ კვირის ბოლოს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მისი მიმართვა გაავრცელა, ტექსტი წამყვანმა წაიკითხა.
13 მარტს აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეი „დაჭრილია და, სავარაუდოდ, დასახიჩრებულია“.
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მოჯთაბა ხამენეი თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც ძალიან გონივრული თავისი ქვეყნისთვის და ეს არის დანებება
ზოგიერთი ცნობით, ხამენეი შესაძლოა დაშავებულიყო თავდასხმის დროს, რომლის დროსაც მისი მამა, აიათოლა ალი ხამენეი და მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ. ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ამასთან, გამოცემა The Sun წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოჯთაბა ხამენეიმ ფეხი დაკარგა და კომაშია.