ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ სულ მცირე ერთი ფეხი დაკარგა და კომაშია, - ამი შესახებ გამოცემა The Sun-თან საუბრისას წყარომ განაცხადა. წყაროს ცნობით, 56 წლის ხამენეის ასევე კუჭის ან ღვიძლის სერიოზული დაზიანება აღენიშნებოდა.
მისივე ცნობით, ირანის ახალი ლიდერის ირანის დედაქალაქ თეირანში, ისტორიულ კვარტალში, სინას უნივერსიტეტის საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. შენობის ნაწილი უსაფრთხოების ძალებით არის შემოსაზღვრული.
გაურკვეველია, ხამენეი დაშავდა თუ არა 28 თებერვალს. იმავე დღეს, როდესაც მისი მამა აიათოლა ალი ხამენეი ისრაელი-აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
მოჯთაბა ხამენეი რამდენიმე დღის წინ უზენაეს ლიდერად აირჩიეს, თუმცა მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.