მოვისმინე, რომ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალი აღარ არის, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც ძალიან გონივრული თავისი ქვეყნისთვის და ეს არის დანებება, - ამის შესახებ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ილაპარაკა.
ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ცოცხალია, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ ცნობებს „ჭორები“ უწოდა.
„არ ვიცი, საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება, მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც ძალიან გონივრული თავისი ქვეყნისთვის და ეს არის დანებება,,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს აირჩიეს, თუმცა მას შემდეგ არცერთი ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი არ გავრცელებულა, სადაც ის თავად ჩანს. ამ კვირის ბოლოს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მისი მიმართვა გაავრცელა, ტექსტი წამყვანმა წაიკითხა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეი „დაჭრილია და, სავარაუდოდ, დასახიჩრებულია“.