ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა კუთხით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა კუთხით, თუმცა, თუ წაიკითხავთ წარუმატებელ New York Times-ს, არასწორად იფიქრებთ, რომ ჩვენ არ ვიმარჯვებთ.
ირანის საზღვაო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები აღარ არსებობს, რაკეტები, დრონები და ყველაფერი დანარჩენი განადგურებულია, ხოლო მათი ლიდერები დედამიწის პირისგან აღგვილნი არიან. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ცეცხლსასროლი ძალა, შეუზღუდავი საბრძოლო მასალა და უამრავი დრო - ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს. ისინი 47 წელია მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ადამიანებს კლავენ და ახლა მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, ვკლავ მათ. დიდი პატივია ამის გაკეთება!' - წერს ტრამპი.