აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები დაგეგმილ გრაფიკზე სწრაფად მიმდინარეობს და ეს „რამდენიმე კვირის ექსკურსიაა“.
ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა: "თქვენ ახლახან თქვით, რომ ეს პატარა ექსკურსიაა და თქვით, რომ ეს ომია, რომელია?“
„ეს არის ექსკურსია, რომელიც ომისგან დაგვიცავს. მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ განადგურდა.
"ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართება მათ" - თქვა ტრამპმა.