აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთ ნაღმიც კი განათავსა, ირანისთვის სამხედრო პასუხი უპრეცედენტო იქნება. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"თუ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთი ნაღმიც კი განათავსა, და ჩვენ ამის შესახებ ცნობები არ მიგვიღია, გვინდა, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მათი მოშორება! თუკი რაიმე მიზეზის გამო მათი განთავსება მოხდა და ამიერიდან არ მოაშორებენ მათ, ირანისთვის სამხედრო პასუხი ჯერ არნახული დონის იქნება. ხოლო თუ ისინი მოაშორებენ იმას, რაც განათავსეს, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება", -წერს აშშ-ის პრეზიდენტი .
CBS News-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის წყაროები ვარაუდობენ, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განლაგებისთვის ემზადება. CBS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანი მცირე ზომის გემებს იყენებს, რომელთაგან თითოეულს ორიდან სამ ნაღმამდე აქვს.