პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უნდა ემყარებოდეს. ამის შესახებ მაჭავარიამა ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების პროცესის შეფასებისას განუცხადა.
"ქვეყნისთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ჩვენი მიზანია ქვეყნის მოდერნიზაცია, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს ძირითადად ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეკონომიკასა და დემოკრატიას", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი შეფასებით, აღნიშნულ საკითხი მხოლოდ ერთი პარტიის პრეროგატივა არ არის და მის მონოპოლიას ვერც "ნაციონალური მოძრაობა" და ვერც სხვა პარტია ვერ მოახდენს.
"სწორედ ამიტომ იწყება კონცეფციის გადახედვა ოპოზიციასთან ერთად", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს პარლამენტში უშიშროების საბჭოს მიდივანს გიგა ბოკერიას ელოდებიან, რომლთანაც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე იმსჯელებენ.