სამხედრო ოპერაცია დაიწყო ისლამური რესპუბლიკის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოსაფხვრელად და ირანელებისთვის პირობების შესაქმნელად, რათა შეცვალონ თავიანთი ბედი ,– ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი გაჰყვიროდა „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. მან ჩვენი სისხლი დაღვარა, მრავალი ამერიკელი მოკლა და საკუთარი ხალხი დახოცა. არ შეიძლება ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რათა კაცობრიობას დაემუქროს.
ეს მკვლელი ტერორისტული რეჟიმი არ უნდა დაუშვან, შეიარაღდეს ბირთვული იარაღით, რაც მას საშუალებას მისცემს, უქმნიდეს საფრთხეს მთელ კაცობრიობას.
ჩვენი ერთობლივი მოქმედება შექმნის პირობებს, რომ ირანელმა ერმა საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს. დროა, ირანის ყველა ნაწილისთვის — დაივიწყონტირანიის დრო, და შექმნან თავისუფალი და მშვიდობისმყოფელი ირანი“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება.